თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ივანე ჯავახიშვილისა და უნივერსიტეტის სხვა დამფუძნებელთა შთამომავლებმა, თსუ სტუდენტებმა, პროფესორებმა, მოწვეულმა სტუმრებმა უნივერსიტეტის ეზოში გვირგვინით შეამკეს ივანე ჯავახიშვილის საფლავი.
საფლავის გვირგვინით შემკობის დროს, გადაიხადეს სულის მოსახსენებელი პანაშვიდი, რომლის დროსაც იგალობა თსუ ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა „უნივერსიტეტმა“.